ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი შპს "თბილისის რეესტრი" ახორციელებს ემიტენტთა ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებას.
ჩვენი კომპანია არის დამოუკიდებელი და სწრაფად განვითარებადი ორგანიზაცია. კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებს წარმოადგენენ ბანკები, მსხვილი სააქციო საზოგადოებები და სხვა საწარმოები. კომპანიის ემიტენტთა რაოდენობა სწრაფად იზრდება, რაც მეტყველებს "თბილისის რეესტრის" კონკურენტუნარიანობასა და მომსახურების მაღალ ხარისხზე.
რატომ ,,თბილისის რეესტრი" ?
გამოცდილება
,,თბილისის რეესტრი" დაკომპლექტებულია გამოცდილი და კვალიფიციური კადრებით, რომელთაც გავლილი აქვთ შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდები და მიღებული აქვთ ლიცენზია ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებაზე. ამასთან, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს იურიდიულ კომპანიასთან კს ,,ნოდია და პარტნიორები", რომელსაც აქვს ფართო გამოცდილება კორპორაციული სამართლის სფეროში.
სისწრაფე
,,თბილისის რეესტრის" თანამშრომლები ზრუნავენ კლიენტებისათვის კომფორტული მომსახურების გაწევაზე, რომლის ნაწილიცაა მომსახურების სისწრაფე. დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში ნებისმიერი მომსახურების მაქსიმალური ხანგძლივობაა 1 სთ.
ნაკლები ხარჯი
,,თბილისის რეესტრის" მომსახურების ტარიფები ყველაზე კონკურენტუნარიანი და მოქნილია. კლიენტის მნიშვნელობის და გარიგების ღირებულების გათვალისწინებით შესაძლებელია ცალკეულ მომსახურებაზე საზღაურის შემცირება.